საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!

აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, ექსპო ჯორჯიაში გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა!