არტ რაგბი-მხატვარ მორაგბეთა გამოფენა

  • 1 min read
[addtoany]
არტ რაგბი-მხატვარ მორაგბეთა გამოფენა

საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘აკადემიის’ ორგანიზებით, 13 დეკემბერს, ღვინის ქარხნის საგამოფენო დარბაზში (მის.: პეტრიაშვილის ქ. 1) მორაგბე მხატვართა გამოფენა „არტ რაგბი“ გაიხსნა.
გამოფენაზე 50-მდე ხელოვანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, როგორც ფერწერა, ასევე სკულპტურა.
მხატვრები ქართულ რაგბში მასობრივად 1982 წლიდან გამოჩნდნენ, როდესაც სამხატვრო აკადემიის ბაზაზე რაგბის კლუბი ‘აკადემია’ შეიქმნა. კლუბის წარმომადგენლების ნამუშევრების გამოფენა აქამდე სამჯერ მოეწყო, თუმცა გუნდის პრეზიდენტს, გიორგი ღლონტს სურდა, რომ გამოფენაში რაგბში ჩართულ ყველა ადამიანს მიეღო მონაწილეობა.