საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის და საშეჯიბრო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აგრეთვე მთავრობის რეკომენტაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიის გავრცელების მკვეთრი გაუარესების გამო, გადაწყდა 2020-21 წლის ჩემპიონატების შეწყვეტა ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში ამა წლის 23 ნოემბრამდე.
ამავე აკრძალვას ექვემდებარება საფესტივალო ასაკის ბავშვათა გუნდები.
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მიღებული კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად ზემოაღნიშნულ ბავშთა გუნდებს ვარჯიშის უფლება გააჩნიათ საკუთრი შეხედულების მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება მოვლენების გავითარების შესაბამისად.