ბესიკ ჩადუნელის ონლაინ-სემინარი მწვრთნელებისთვის

პარასკევს, 17 აპრილს 20 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი, ქართველი მწვრთნელებისთვის (და არა მარტო) გამართავს ონლაინ-სემინარს თემაზე – ტვინის შერყევა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის და შეზღუდული პირობების ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარები დაიწყო, რაც ინფორმაციის გაცვლას და მწვრთნელთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ უკვე გამართა ორი ვებინარი, თემაზე – კონტრშეტევა (ორი მოდული) და ასევე უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა – დარტყმა-ახურვაზე. მათ ონლაინ-რეჟიმში 60-მდე მსმენელი დაესწრო. სემინარები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით თითო-თითო საათი გაგრძელდა.

ტვინის შერყევა, ერთ-ერთი სახიფათო ტრავმაა მორაგბეებისთვის და წელს, მათი უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს ჭაბუკთა ლიგებში „ლურჯი ბარათის“ დანერგვა, ხოლო მწვრთნელებისთვის შესაბამისი სემინარის გამართვა იგეგმებოდა. იმისათვის, რომ ჩვენი განვითარების ტემპი არ დავარდეს, აღნიშნული სემინარი ზემოთ ნახსენებ დროს გაიმართება ონლაინ, მისამართზე: https://zoom.us/j/95200674714

შეგახსენებთ, დღეს, 16 აპრილს 20 საათზე გაიმართება 7-ქალას მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის სემინარი თემაზე – მარკერები დაცვით რაქში. მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://zoom.us/j/95573282548