არჩევნები ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10-იდან 30 დღის ვადაში ჩატარდება.
არჩევნები ჯერ ამა წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე 24 თებერვლისთვის გადაიდო.
დღეს, “ქორთიარდ მერიოტში” დელეგატთა საჭირო რაოდენობა, 2/3 არ მივიდა. რეგისტრაცია მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის მომხრეებმა გაიარეს, რომელთა ხმათა საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა და არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო.
რაგბის კავშირის გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი დასახელდება. რეგლამენტის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 5-იდან 25 მარტამდე დაინიშნება.