საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაგრძელების/შეცვლის შესახებ
გამომდინარე იქიდან, რომ სრკ-ს სატრანფერო დებულების განახლებაზე მუშაობა ჯერ არაა დასრულებული, ასევე საერთაშორისო სატრანფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადად გააგრძელოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და შეცვალოს ტრანსფერის პირობები:
- 2022 წლის 15 თებერვლამდე, მიმდინარე სეზონში არარეგისტრირებულ მორაგებს (მორაგბეებს) მიეცეს კლუბში (კლუბებში) დარეგისტრირების უფლება სრკ-ს სატრანფერო დებულებით გათვალისწინებული წესით;
- აღნიშნული წესი ეხება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტრანსფერების (შემოდინება) რეგისტრაციას.