ავთანდილ ჩოგოვაძის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი, მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი მორაგბის, ავთანდილ ჩოგოვაძის (რიჟა) გარდაცვალების გამო.

1948 წელს დაბადებული სპორტსმენი, ქუთაისური რაგბის პირველი თაობის წარმომადგენელია. მან თამაში 1967 წელს დაიწყო და 16 წლის განმავლობაში იცავდა მშობლიური გუნდის სახელს.

პოზიციით ფულბეკი, პირველივე დღიდან გუნდის ლიდერად იქცა, მასთან ერთად გახდა საქართველოს პირველობის გამარჯვებული და დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის ‘სახლმშენის’ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში.

ავთანდილ ჩოგოვაძე კორონა-ვირუსმა შეიწირა და მას სამშაბათს, 7 სექტემბერს დაკრძალავენ.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.