7-კაცა | ორი მოგება და ნაადრევი 1/4-ფინალი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცამ ჰამბურგში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნითი ეტაპის პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და თასის 1/4-ფინალში ნაადრევად გავიდა.

პირველ მატჩში საქართველო ესპანეთს შეხვდა, ორის პასუხად სამი ლელო გაუტანა და ერთ-ერთი უხერხული მეტოქე 17:12 დაამარცხა. ორი ლელო ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა, ერთი კი საბა არჩვაძემ მიითვალა.

მეორე მატჩში ლიეტუვა 7:5 იგებდა, თუმცა საქართველომ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ლელოს გატანა მოახერხა და 10:7 იმარჯვა. ლელოები სერგი ჩხაიძისა და რომან მახათაძის ანგარიშზეა.

ხვალ, 29 ივნისს ჯგუფურ ეტაპს მასპინძელ გერმანიასთან (15:50 საათი) შეხვედრით ვასრულებთ, რის შემდეგაც ფლეი ოფების დრო დადგება. მეორე ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.

შეგახსენებთ, ხორვატიაში საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი, გერმანია)

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, თეიმურაზ კოხოძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე