20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები | ოთხი ცვლილება შოტლანდიასთან

უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ, საქართველოს დროით 19 საათზე 20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავენ.

პირველ ორ შეხვედრაში საქართველომ მასპინძელ იტალიას და უელსს სამ-სამი ლელო გაუტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად – 36:19 და 30:24. უელსთან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის ბორჯღალოსნებს ბონუს-ქულა შეხვდათ და ჯგუფში მესამე პოზიციაზე არიან. შოტლანდიას უელსმა 45:15, ხოლო იტალიამ 34:14 მოუგო და 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

6 ივლისის შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჯგუფურ ეტაპს მესამე ადგილზე დაასრულებს და 12 ივლისს, ფლეი ოფში ა ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები დღეს გაიმართება, ამ მომენტისთვის კი სატურნირო ცხრილში ასეთი სიტუაციაა – სამხრეთ აფრიკა (10 ქულა), ინგლისი (5), საფრანგეთი (5) და ირლანდია (0).

უელსთან ნაბრძოლ ძირითად შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ოთხი ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს პირველად იწყებს საბა ლიპარტელიანი, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. შეიცვალა ღერძიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე დავით ხუროშვილი დაბრუნდა, ხოლო მგეზავად პეტრე ხუციშვილი (ლელო).

დანარჩენ ოთხ პოზიციაზე მორაგბეებმა ადგილი შეინარჩუნეს – ცენტრში იოანე მეტრეველს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, ფრთებზე კი გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური იდგებიან.

ერთი ცვლილებაა პირველ ხაზში, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ქუნთელია ბრუნდება. დანარჩენი 7 პოზიცია უცვლელია – მარცხენა ბურჯი გიორგი მამაიაშვილია, კვაჭი გიორგი მაისურაძე, მეორე ხაზში ალექსანდრე ბურდული და გიორგი კერვალიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, რატი ზაზაძე და ბექა შვანგირაძე იწყებენ.

შალვა აფციაური, თორნიკე კახოიძე, გაგა ქევხიშვილი, ალექსანდრე ბურდული, ლაშა ციხისთავი და ბექა შვანგირაძე, ზედიზედ მესამე მატჩია სასტარტო შემადგენლობაში არიან.

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები. ბ ჯგუფი
6 ივლისი. ტრევიზო. მესამე რაუნდი (19:00)
შოტლანდია საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 17. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. პაატა გალდავა (აია), 20. ბექა გელხვიძე (ლელო); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 23. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

 

უელსი – იტალია (22:00)

 

იტალია         2          2          0          0          70-33   10

უელსი           2          2          0          0          75-39   10

საქართველო 2          0          0          2          43-66   1

შოტლანდია 2          0          0          2          29-79   0