18 წ. | შემადგენლობა ჩეხეთის წინააღმდეგ

უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას იწყებენ. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობა, რომელიც 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე მეოთხედფინალში ჩეხეთს შეერკინება.

ქართველმა 18-წლამდელებმა ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს – ფინალში 2018 წელს საფრანგეთის და 2019 წელს ესპანეთის დამარცხებით. შარშან ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა, წელს კი ტრადიცია აღდგა და 8-გუნდა ჩემპიონატს კალინინგრადი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონი სწორედ აქ გახდა.

წლევანდელი ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი რუმინეთს, რუსეთი ბელგიას, პორტუგალია ნიდერლანდებს, ხოლო საქართველო ჩეხეთს ეთამაშება. გამარჯვებული გუნდები თასის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ითამაშებენ. ამავე დღეს გაიმართება მე-5 ადგილის ნახევარფინალები. გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

ხვალინდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა rugbyeurope.eu-ს ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
1/4-ფინალი
კალინინგრადი. 20:30 საათი
საქართველო – ჩეხეთი
საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. ზურაბ ონიანი (არმაზი), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ბადრი ციხისთავი (ლელო), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 6. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. გიგი ქურხული (ვეფხვები);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი); 19. გიორგი გერგედავა (აია), 20. რატი ზაზაძე (არმაზი), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები); 24. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), 25. დიტო ბერაია (ლელო), 26. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა