18-წლამდე | შემადგენლობა ფრანგული ტურნეს პირველი მატჩისთვის

ფრანგულ ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) ხვალ პირველ ამხანაგურ თამაშს ‘სურენსის’ წინააღმდეგ, ჩვენი დროით 21 საათზე გამართავს.

სურენსი პარიზის მახლობლად, მისი ცენტრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარე ადმინისტრაციული დანაყოფია, ‘სურენსის’ კაცთა გუნდი კი საფრანგეთის რანგით მესამე, ნაციონალ დივიზიონში თამაშობს.

ჩვენი 18-წლამდელები ოქტომბერში გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ოფიციალური ტურნირისთვის მოსამზადებლად საფრანგეთში 23 აგვისტოს 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრნენ.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეების შეთანხმებით მასში 30-ივე მორაგბე მიიღებს მონაწილეობას და შეცვლები ულიმიტო იქნება, რათა მწვრთნელებს ყველა კანდიდატის საქმეში ხილვის შესაძლებლობა ქონდეთ. უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა სასტარტო შემადგენლობა.

ფრანგული ტურნეს ფარგლებში ჩვენი გუნდი კიდევ ორ თამაშს გამართავს – 28 აგვისტოს ‘რასინგ 92’-ის, ხოლო 31-ში ‘სტად ფრანსეს’ თანატოლებს შეხვდება.

18-წლამდელთა ფრანგული ტურნე. პირველი მატჩი
25 აგვისტო. 21:00 საქ. დრო
სურენსი – საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. რატი პაპაშვილი (აკადემია), 11. ნიკა გოგუა (არმაზი), 10. გუჯა მახარაშვილი (აია), 9. ლადო ტყაბლაძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. გიგი ჭუმბურიძე (აია), 3. გიგა თუთისანი (აია), 4. ჯაბა ოდიშარია (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).

მარქაფა: 1. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 2. შოთა ხელაძე (აია), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. ნიკა გაბედავა (ხარები), 5. კახა შეყილაძე (ხვამლი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო); 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. გელა ხელაძე (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 15. ლუკა ჭინჭარაული (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი