15 წ. | საქართველოს ჩემპიონატს „ხვამლი არენა“ უმასპინძლებს

15-16 მაისს „ხვამლი არენაზე“ 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება 12-კაცა რაგბში.

დასკვნითი ტურნირის 16 მონაწილე შესარჩევი ტურნირების შედეგად გაირკვა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაიმართა.

შესარჩევი ეტაპის შედეგად დასკვნით ტურნირზე თბილისიდან 8 გუნდი გავიდა, ქუთაისიდან ორი, ხოლო დანარჩენი ექვსი ადგილი რეგიონალური პრინციპით ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, კახეთს, აჭარას, სამეგრელოს და გურიას ერგო.

16 გუნდი რეიტინგის მიხედვით ოთხ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და 15 მაისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. ჯგუფის ორ-ორი მოწინავე მეორე დღეს ფლეი ოფებში (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი), თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენები მე-9-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.

ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: 1. ლელო; 2. ყოჩები; 3. ბათუმი; 4. გორი;

B ჯგუფი: 1. აია; 2. ხარები; 3. ხულიგანა; 4. კახეთი;

C ჯგუფი: 1. ხვამლი; 2. ფოთი; 3. არმაზი; 4. გურია;

D ჯგუფი: 1. აკადემია; 2. ლოკომოტივი; 3. არესი; 4. წიქარა.

პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები პარალელურ რეჟიმში, ორ მოედანზე 12 საათზე დაიწყება და 17 საათზე დასრულდება. 16 მაისს ფლეი ოფები 11 საათზე იწყება, ფინალი კი 16 საათზეა ჩანიშნული.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი