
10-კაცას ტურნირი დევებმა მოიგო
შაბათ-კვირას ნუცუბიძის რაგბის სტადიონმა 10-კაცა რაგბში პირველ საუნივერსიტეტო-სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირში, რომლის მიზანი საუნივერსიტეტო-სამოყვარულო რაგბის განვითარებაა 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მაყურებელი საინტერესო თამაშების მომსწრე გახდა, ფინალი კი დაძაბული აღმოჩნდა.
რადგან მონაწილე 9 გუნდი იყო, „ა“ ჯგუფის გუნდებს ერთით ნაკლები თამაშის ჩატარება მოუწიათ. ილიას უნივერსიტეტმა სამივე თამაში მოიგო, დანარჩენ გუნდებს კი თითო მოგება დაუგროვდათ და ადგილები გატანილ-გაშვებული ქულების მიხედვით განაწილდა. შედეგად, თასის ნახევარფინალში სპორტის უნივერსიტეტი გავიდა, რუსთავმა და ჯი ემმა კი მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა.
„ბ“ ჯგუფში დევებმა ოთხივე თამაში ისე მოიგო, ლელო არ გაუშვია. მას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სოხუმმა გაუწია და მეორე ადგილი დაიკავა, არაგველებმა და სამედიცინო უნივერსიტეტმა კი მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ გუნდებმა ნახევარფინალები მოიგეს, მე-5 ადგილისთვის კი სამედიცინო უნივერსიტეტმა ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვის რევანში აიღო 24:5.
თასის ნახევარფინალში ილიას უნივერსიტეტმა სოხუმს 33:7 სძლია, დევებმა კი სპორტის უნივერსტეტისგან პირველი ლელო გაუშვა, თუმცა თავად სამი გაიტანა – 15:5. მესამე ადგილისთვის სპორტის უნივერსიტეტმა სოხუმს 17:12 მოუგო, ფინალში კი ილიას უნივერსიტეტი დევებს შეხვდა. დაძაბული მატჩის ძირითადი დრო 7:7 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა 5-წუთიანმა ტაიმმა გამოავლინა. დაინიშნა მატჩის შემდგომი არეკნები, რომლებიც დევებმა უკეთ შეასრულა და პირველ საუნივერსიტეტო-სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონი და პრიზიორები მედლებით და შესაბამისი პრიზებით რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ დააჯილდოვა.
ა ჯგუფი
რუსთავი – ჯი ემ 32:0
სპორტის უნ. – ილიას უნ. 5:12
სპორტის უნ. – რუსთავი 24:0
ილიას უნ. – ჯი ემ 45:0
რუსთავი – ილიას უნ. 5:31
ჯი ემ – სპორტის უნ. 44:0
- ილიას უნ.
- სპორტის უნ.
- რუსთავი
- ჯი ემ
ბ ჯგუფი
სოხუმი – სამედიცინო უნ. 14:10
არაგველები – თელავი 36:7
სამედიცინო უნ. – დევები 0:38
თელავი – სოხუმი 7:29
დევები – თელავი 43:0
სოხუმი – არაგველები 10:7
თელავი – სამედიცინო უნ. 0:20
არაგველები – დევები 0:31
სამედიცინო უნ. – არაგველები 12:15
დევები – სოხუმი 5:0
- დევები
- სოხუმი
- არაგველები
- სამედიცინო უნ.
- თელავი
V-VIII ადგილების ნახევარფინალები
არაგველები – ჯი ემ 24:7
რუსთავი – სამედიცინი უნ. 5:10
თასის ნახევარფინალები
ილიას უნ. – სოხუმი 33:7
დევები – სპორტის უნ. 15:5
VII ადგილისთვის
ჯი ემ – რუსთავი 5:17
V ადგილისთვის
არაგველები – სამედიცინო უნ. 5:24
III ადგილისთვის
სოხუმი – სპორტის უნ. 12:17
ფინალი
ილიას უნ. – დევები 7:7
(არეკნებით მოიგო დევებმა)