ჯამლეტ ხუხაშვილის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ქართული რაგბის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზოგადო მოღვაწისა და ქართული სპორტის მოამაგის, „ღირსების ორდენოსანი“ ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.

„ბატონი ჯამლეტი უზომოდ იყო შეყვარებული სამშობლოზე, ქართულ სპორტზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დიდი შემართებით და ენერგიით ემსახურებოდა ქვეყნისა და სპორტის მომავალს. ის ასევე იყო, არის და დარჩება ქართველ და ებრაელ ერთა მეგობრობის საყრდენად. მადლობა მას იმ მაგალითისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და საყვარელ საქმეს სიცოცხლის ბოლო წამებამდე“ – აღნიშნავს იოსებ ტყემალაძემ.

ჯამლეტ ხუხაშვილი საზოგადოებამ გაიცნო როგორც სპორტული კომენტატორი, თავისი გამორჩეული და განუმეორებელი სტილით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მან მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მიმართა ქართული სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.

რაგბის კავშირი თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს და მთელს საზოგადოებას.