ხვალ 7-კაცა იწყებს

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალ 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს იწყებს.

მოსკოვში საქართველო „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი მატჩი ჩვენი დროით 12:28 საათზე დაიწყება და მეტოქე პორტუგალია იქნება, 15:30-ზე საქართველო ლისაბონის ეტაპის გამარჯვებულ ესპანეთს შეხვდება, ხოლო 18:04 საათზე პოლონეთს.

„ბ“ ჯგუფში გერმანია, რუსეთი, იტალია და ლიეტუვა მოხვდნენ. 27 ივნისს ფლეი ოფებია და მასში რვავე გუნდი მეოთხედფინალებიდან ჩაერთვება – „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე მესამეს და ა.შ.

ჩვენმა 7-კაცამ ლისაბონის ეტაპზე სამი თამაში მოიგო და მეხუთე ადგილი დაიკავა. მოსკოვში გუნდის მიზანი პორტუგალიაში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებაა.

 

საქართველოს 7-კაცა მოსკოვის ტურნირზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ჭუაძე (აკადემია, თბილისი, კაპ.), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), ლუკა დვალიშვილი (არმაზი, მარნეული), იოანე ხელაია (აკადემია, თბილისი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები, ბოლნისი).

 

26 ივნისი. ჯგუფური ეტაპი

საქართველო – პორტუგალია (12:28 საქ. დრო)

საქართველო – ესპანეთი (15:30)

საქართველო – პოლონეთი (18:04)