‘შავი ლომი’ მზადებას იწყებს

საახალწლო არდადეგების შემდეგ ‘შავი ლომი’ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბიჭებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ახალი წელი იზეიმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს.

უახლოეს პერიოდში გაცნობებთ რა საერთაშორისო თამაშები ექნება ქართულ ფრენჩაიზს, მანამდე კი ‘შავი ლომი’ 15 იანვარს, „ავჭალის“ სტადიონზე თბილისის ‘ლელო სარასენსს’ ერკინება, შეხვედრა გასული წლის ბოლოს დაიგეგმა. 17 დეკემბერს სუპერ თასის ფინალში ‘თელავივ ჰითის’ დამარცხების შემდეგ, ეს 2023 წელს გუნდის პირველი თამაშია.