უელსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოთელვა

დადგა დრო, ჩვენ ქართველებმა ფეხი ავუდგათ უელსის სპორტულ ჟურნალისტიკას და შევქმნათ არაფორმალური გაერთიანება მაგალითად ასეთი დასახელებით “საქართველოს რაგბის ფანები და მწერალთა კლუბი”; შესაძლოა ამან ხელოვნურად გაიჟღეროს, თუმცა გვაქვს სამსჯელოდ ძალიან მიმზიდველი მაგალითი. უელსის რაგბის მწერალთა ასოციაცია, რომელიც ქვეყანაში ეფექტურად და ინტენსიურად მუშაობს, შტაბ-ბინით დედაქალაქ კარდიფში, და ოსტატურად უწევს პროპაგანდას რაგბის კულტურას არამხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. აბსოლტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენც იგივე პრაქტიკული ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ჩვენს ქვეყანაში , თანაც დაუყონებლივ.

დაუვიწყარ შაბათამდე, ანუ 2002 წლის 19 ნოემბრამდე 2 დღით ადრე, რაგბის მწერალთა ასოციაციამ, რომელსაც ძალიან პოპულარული ხელმძღვანელი ალექს ბაიუოთერი ჰყავს, მშვენიერი საღამო მოუწყო ქართველ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც სწორედ იმ დღეს ჩავიდნენ კარდიფში ქართველ ბორჯღალოსნთა სარაგბო კლუბის კვალად (ბორჯღალი არის შვიდქიმიანი მზის და უსასრულობის სიმბოლო) უელსის დრაკონებთან შესარკინებლად, რომელიც მასპინძელი გუნდის დამარცხებით დასრულდა 12-13.

ალექს ბაიუოთერი კარდიფში მოღვაწე რაგბისა და ფეხბურთის ჟურნალისტია, რომელიც ინტენსიურად იბეჭდება სრულიად ეროვნულ პრესაში. ამ სიმპათიურმა და ნიჭიერმა მწერალმა და ჟურნალისტმა ყველაფერი გააკეთა, რომ უელსისა და საქართველოს კლუბების ურთიერთობა წარმატებით შემდგარიყო. საღამოს წვეულება გადაიქცა ქართველ და უელსელ ხალხს შორის სიყვარულისა და მეგობრობის ნამდვილ დღესასწაულად. იმ თბილ და შინაარსიან საღამოზე რაგბის პროფესიონალებმა და ფანებმა შეძლეს თავიანთი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, იქ იყო ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსანთა ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც საზოგადოებას ინგლისურად მიმართავდა და მისი საუბარი აღსავსე იყო სიწრფელითა და იუმორით.

ეს შეხვედრა მშვენიერი მოთელვა იყო ყველა დამსწრისთვის და საუკეთესო შესავალიც ასეთი მოლოდინით აღსავსე მატჩის წინ. ამ სტატიის ავტორსაც მისცა ალექს ბაიუოთერმა ქართველი კინემატოგრაფების მიერ ლელოზე შექმნილი დუკომენტური ფილმის წარდგენის საშუალება. იყო დაპირებაც ფილმის კარდიფში ჩვენების თაობაზეც, რასაც დამსწრე საზოგადოება ენთუზიაზმით შეხვდა.

ქართველთა მხარეს ალექს ბაიოუოთერის როლში ნიკოლოზ ალავიძე მოგვევლინა, საქართველოს რაგბის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი მრჩეველი. ეს ორი ბატონი იმდენად კარგად მუშაობდნენ ერთ გუნდად, რომ ჩვენ დამსწრეებმა თავი ბედნიერად და კომფორტულად ვიგრძენით.

რატომ არის ასეთი მომენტები მნიშვნელოვანი? ჩვენ არამხოლოდ ქართული რაგბის აწმყოსა და მომავალზე ვსაუბრობთ, არამედ ეროვნულ შანსზე რომ საქართველო გამორჩეული საერთაშორისო მოთამაშე გახდეს და შეძლოს მსოფლიო რაგბის ქვედა ეშელლონებიდან უმაღლეს დონეზე გადაინაცვლოს, რაც საქართველოს უდავოდ გახდიდა ქვეყანად, რომელზეც საუბრობენ და ანგარიშს უწევენ.

მხოლოდ ერთმა გამარჯვებამაც კი ამ უმაღლეს დონეზე, რომელიცს მოწმენიც იმ მშვენიერ დღეს გავხდით საქართველო-უელსის თამაშზე, გაავსო ბრიტანული გაზეთები ცხელ-ცხელი სპორტული ამბებით იმის შესახებ, რომ სადღაც არის ერი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება. ამ ფაქტის უგულვებელყოფა ან ზერელედ აღქმა არ იქნებოდა სწორი, – ეს არის ფაქტი, რომელიც იმსახურებს ღრმა ანალიზს და მსჯელობას ქართული სპორტის მომავალზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ადექვატურად მოაზროვნე ხელმძღვანელებმა და გადაწყვეტილების მიმღები პირებმა უკვე გადახედეს თავიანთი აქტივობების გეგმას და ის უფრო ამბიციური გახადეს, კიდევ უფრო მაღალი წარმატებებისკენ დასახეს გეზი. სახეზეა ინიციატივა და საზოგადოების მხარდაჭერაც საკმარისზე მაღალია და ზემოთაღწერილის მსგავსი საერთაშორისო შეხვედრებიც არ არის ერთი ჩვეუებრივი ამბავი მოვლენათა კალათაში, არამედ ტალღის ქიმი, რომელიც ქართველ ბორჯღალოსანთა ნაკრებს კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ და გაბედული ოცნებებისკენ უბიძგებს.

ნუგზარ რუხაძის ბლოგი