ტესტ-მატჩი | შოტლანდია 48:7 საქართველო

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, ბორჯღალოსნები „მარიფილდზე“ შოტლანდიას დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 48:7 მოიგეს.

შოტლანდიამ პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაიტანა და 17:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბორჯღალოსნებმა აკა ტაბუცაძის ლელოსა და თედო აბჟანდაძის გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ დასკვნითი ნახევარი საათი კვლავ მასპინძლების იყო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში „თვიქენჰემზე“, ინგლისის ნაკრებთან გამართავს.

 

ფოტო: Ian Muir