სრკ-ს საშეჯიბრო სამსახურის განცხადება (განახლებული)

2022-2023 წლის სრკ-ს მიერ ორგანიზებულ ყველა დონის (კაცთა, ჭაბუკთა) შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მსურველი კლუბები (გუნდები) ვალდებულები არიან ამა წლის 27 ივნისიდან 13 ივლისამდე წარმოადგინონ სრკ-ს საშეჯიბრო დებულების დანართი #1-ს მიხედვით შედგენილი განცხადება (სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ) სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტში (ელ.ფოსტა – siebi@rugby.ge)

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • კლუბის (გუნდის), როგორც იურიდიული პირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან);
  • კლუბის(გუნდის) წესდება;
  • კლუბის(გუნდის) საბანკო რეკვიზიტები;
  • კლუბის(გუნდის) ფაქტობრივი მისამართი;
  • კლუბის(გუნდის) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2022 – 2023 წლის სათამაშო სეზონზე კაცთა ლიგებში კლუბის (გუნდის) მიერ სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტში წარმოდგენილ სეზონის საშეჯიბრო განაცხადში შეყვანილ მოთამაშეთა სრკ-ს მიერ კლუბებში (გუნდებში) რეგისტრაციის (ტრანსფერები/ახალი რეგისტრაცია) პერიოდი განისაზღვროს 2022 წლის 1 ივლისიდან – 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

ყურადღება – ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის მოთამაშეების კლუბებში (გუნდებში) რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვროს 2022 წლის 1 ივლისიდან – 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილი უნდა იქნას ელ.ფოსტის მისამართზე siebi@rugby.ge

ზემოაღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.