განცხადება | დიდი 10-ის მატჩებზე დასწრებასთან დაკავშირებით

დიდი 10-ის მათჩებზე მაყურებლების დასწრების წესები

2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ  დიდი 10-ის (უმაღლესი ლიგა) მატჩ(ებ)ზე დასწრების მსურველ(ებ)მა უნდა წარადგინოს:

შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

აღნიშნული წესის შესრულება/კონტროლი დაევალოს მასპინძელ გუნდს.   

იხილე საქართველოს მთავრობის დადგენილება N 511

იხილე რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბრძანება