საშეჯიბრო კომიტეტი | COVID-19 პრევენციული ზომები [განახლებული ვერსია]

COVID-19-ის რეგულაციები კაცთა და ჭაბუკთა ლიგების რეგულარული ჩემპიონატებისთვის
(2021 წლის განახლებული ვერსია)

2020-21 წლის სრკ-ს ეგიდით მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატებში შექმნილი სახეშეცვლილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ქვეყანაში ბოლო დროს აპრობირებული COVID-19 ტესტირების ახალი კრიტერიუმებისა და მასზე გაფართოებული წვდომის გათვალისწინებით, სრკ-ს მმართველი ორგანო კაცთა გუნდებისთვის აწესებს ახალ რეგულაციებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ჩემპიონატის მიმდინარეობის გადაყვანა შედარებით სტაბილურ რეჟიმში. კერძოდ:

  • 2021 წლის განახლებული სეზონიდან გუნდის ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველ კალენდრით გაწერილ მატჩამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩაუტაროს COVID-19 ტესტირება საკუთარი გუნდის სრულ სათამაშო შემადგენლობას (მიიღება მხოლოდ PCR ან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხები). იმ მოთამაშეების ტესტირება, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID-19 ინფექცია, სავალდებულო არ არის.
  • ინფიცირებული მოთამაშ(ეებ)ის იზოლაციის შემდეგ გუნდი ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ა დარჩენილი კონტინგენტით მიიღოს მონაწილეობა კალენდრით გათვალისწინებულ მატჩში.
  • დადებითი ტესტის შემთხვევაში გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სრკ-ს სამედიცინო სამსახურს.
  • თუკი თამაშის დაწყებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების შემდეგ მოთამაშეს ამოუვიდა უარყოფითი პასუხი, მაგრამ თამაშის დაწყებამდე პერიოდში გამოუვლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (იხ: “COVID-19-ის სიმპტომების სკრინინგის ფორმა”), იგი არ დაიშვება სათამაშოდ და მას უნდა ჩაუტარდეს დამატებითი COVID-19 ტესტირება. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას დაერთვება თამაშში მონაწიელობის უფლება.
  • იმ შემთხვევაში, თუ კვირის განმავლობაში ინფიცირებულ მოთამაშეთა რაოდენობა გუნდში იქნება 3 ან მეტი, გუნდს უფლება ექნება მოითხოვოს უახლოესი კალენდარული მატჩის გამოტოვება. გამოტოვებული მატჩი გაიმართება კალენდარში გაჩენილი პირველივე “ფანჯრის” დღეს.
  • თუკი გუნდში შეინიშნება ინფიცირებულ მორაგბეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, საკითხი დამატებით განხილულ იქნება სრკ-ს სამედიცინო სამსახურსა და საშეჯიბრო კომიტეტში.
  • იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა კარანტინი და/ან შეიზღუდა პროფესიული სპორტული საქმიანობა, სრკ ვალდებული იქნება აღნიშნული ვადით შეაჩეროს ჩემპიონატი იმ დათქმით, რომ შეზღუდვების მოხსნიდან არაუგვიანეს 1 თვისა 2020-21 წ.წ. ჩემპიონატები აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება.