საშეჯიბრო კომიტეტი განცხადება | ყველა ლიგის პირველობის გადადება

იმის გამო, რომ ქვეყანაში შეიქმნა კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული საშიშროება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ასევე პრემიერ მინისტრთან  მოქმედი უწყებათშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს  გადაწყვეტილებით, საქართველოს რაგბის კავშირმა შიდა სამედიცინო სამსახურთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ა.წ. 13 მარტიდან 1 აპრილამდე შეაჩეროს რაგბის კავშირის ეგიდით მოქმედი ყველა შეჯიბრება როგორც ჭაბუკთა ისე კაცთა გუნდების მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაცია ჩემპიონატების გაგრძელების შესახებ გამოქვეყნდება მოგვიანებით .

 

სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი

12  მარტი 2020 წელი