საქართველო XV | ორივე მატჩის ადგილი ცნობილია

17 იანვარს მარ-დელ-პლატაში, 24 იანვარს ბუენოს აირესში

საქართველო XV 2020 წლის იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნეს მეორე მატჩს სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ ქვეყნის დედაქალაქში, ბუენოს აირესში გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 23 დეკემბერს ქუთაისში შეიკრიბება და რომელთაგან 30 11 იანვარს არგენტინაში გაემგზავრება.

საქართველო XV ‘ხაგუარესთან’, რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ საკონტროლო მატჩს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს, რომელიც ბუენოს აირესიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული.

ჩვენი გუნდი ბუენოს აირესში მეორე დღესვე ბრუნდება და ‘ხაგუარესთან’ მეორე შეხვედრას 24 იანვარს დედაქალაქში, არგენტინის შიდა ჩემპიონატის, ტოპ 12-ის ჩემპიონ ‘სან ისიდროს’ მოედანზე გამართავს.