საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში

ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.

ბილლეთები

მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა).

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზეგულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელსჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელოგაუშვადამასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს.

რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს „ეროვნულზე“ უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამშივეწვიეთდა32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრებისსარეკორდოსხვაობითგამარჯვება.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნებისამხრეთაფრიკაშიმიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტსგამართავენ, შინდაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.