საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება | კანდიდატები

გუშინ, 21 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირში შემოვიდა ბატონების – ირაკლი აბუსერიძის და ბაჩო ხურციძის განცხადებები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით,  2020 წლის 30 იანვარს შედგება საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები.

გარდა 21 იანვარს დარეგისტრირებული კანდიდატებისა, არჩევნებში მონაწილეობას იღებს საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი ბატონი გოჩა სვანიძე.

პრეზიდენტი არჩეული იქნება ყრილობაზე დამსწრე  კავშირის ნამდვილ წევრთა  ხმების უბრალო  უმრავლესობით.