სამსაჯო კომიტეტის და მეთვალყურის  წესდების დანამატი – ლურჯი ბარათი

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), ძალაში შეიტანოს ახლად დანერგილი სამედიცინო “ლურჯი ბარათის“ (გაიცემა მხოლოდ ტვინის შერყევის დროს) საცდელი პროექტი.

“ლურჯი ბარათის” წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე მატჩის მთავარ მსაჯს, რომელიც რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურს სპეციალურად ყავს გადამზადებული. ასეთი მსაჯი ამ წუთისთვის გახლავთ 35 (ოცდათხუთმეტი).

მსაჯის მიერ “ლურჯი ბარათის” წარდგენის შემთხვევაში მოთამაშე ვალდებულია თამაშის ბოლომდე დატოვოს მოედანი, უკან დაბრუნების გარეშე.

“ლურჯ ბარათ” მიღებული მოთამაშის მაგივრად, განურჩევლად მისი სათამაშო პოზიციისა, გუნდს უფლება აქვს შემოიყვანოს შესაბამისი სათადარიგო მოთამაშე, თუნდაც მანამდე უკვე გამოცვლილი და გააგრძელოს თამაში სრული შემადგენლობით.

მატჩის მეთვალყურე ვალდებულია დააფიქსიროს “ლურჯი ბარათით”  გამოცვლილი მოთამაშე თამაშის ოქმში და  ჩამოართვას სალიცენზიო ბარათი.

მოთამაშე, რომელსაც წარედგინება “ლურჯი ბარათი” დაფიქსირდება „ლურჯ დაფაზე“ (სრკ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე) და იგი ავტომატურად დაექვემდებარება „მსოფლიო რაგბის“ მიერ დადგენილ ვადებს, რაც 19 წლის  და ქვედა ასაკისთვის განისაზღვრება 19 დღიანი უქმობით, ხოლო 19 წელს გადაცდენილ მოთამაშისათვის 12 დღიანი უქმობით.

ზემოაღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მოთამაშეს დაუბრუნდება „სათამაშო ლიცენზიის“ ბარათი და შასაბამისად ამოღებული იქნება „ლურჯი დაფიდან“.

 

საშიჯებრო კომიტეტი