სად ვუყუროთ შემოდგომის ერთა თასს ?

14 ნოემბერს ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასის“ (8 ერი) პირველ მატჩში ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ერკინებიან. მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, საქართველო უელსს ჰლანეჰლიში, „პარკ სკარლეტზე“ ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ირლანდიას 29 ნოემბერს, „ავივა სთედიუმზე“ ვერკინებით.

ტურნირის დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. მატჩი „მარიფილდზე“ (ედინბურგი) შედგება და ბორჯღალოსნები ნომინალური მასპინძლები იქნებიან.

სად ვუყუროთ?

განრიგი საქართველოს დროით:

ინგლისი v საქართველო | 14 ნოემბრი | 19:00, თვიქნჰემი
უელსი v საქართველო | 21 ნოემბერი | 21:15, სქარლეთ პარკ
ირლანდია v საქართველო | 29 ნოემბერი | 18:00, ავივა