რვა ერი | მერაბ შარიქაძის 22 ბოჭვა და ტურის რჩეული სტატისტიკა

„შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მესამე რაუნდი ციფრებით შეაფასა და ბოჭვებში ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოარჩია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება, მან ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში შესთავაზა, რაშიც დიდი როლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელომ შეასრულა.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს და 219 ბოჭვა შეასრულეს – გაუფუჭდათ მხოლოდ 15. 2018 წლის ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგები გუნდისთვის, ისინი კერკეტი კაკალი აღმოჩნდნენ.

მერაბ შარიქაძემ ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა, შეასრულა რა 22 ბოჭვა შთამბეჭდავი, 100%-იანი წარმატებით.

ირლანდიასთან დამაიმედებელი თამაშის შემდეგ, ეჭვგარეშა, საქართველო თავდაჯერებული გავა ფიჯისთან, რომელსაც მე-7 ადგილისთვის ერკინება“.