რაგბი ევროპა | მადრიდში ფრანგები იმსაჯებენ

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის შეხვედრებს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, 13 მარტს პორტუგალია რუმინეთს მასპინძლობს, 14 მარტს კი საქართველო მადრიდში ესპანეთს ეთამაშება.

ბორჯღალოსნებისა და „ლომების“ შეხვედრა ჩვენი დროით 15:45 საათზე დაიწყება და რეფერი პიერ ბრუსე იქნება. მას კიდეებიდან მინეღი და ლაბარბე დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ბონუღი იქნება.

საქართველომ პირველ რაუნდში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხა, ხოლო რუმინეთი სოჭში რუსეთს ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 13:18. პირველ რაუნდში ესპანეთი ისვენებდა, ახლა კი რუსეთი იუქმებს.

 

ფოტო: Sam Barnes/Sportsfile