რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილება თამაშების გადადებასთან დაკავშირებით

ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე, რომელმაც ბოლო პერიოდში სრკ-ს საშეჯიბრო სამსახური აიძულა გადაედო თითქმის ყველა დაგეგმილი კალენდარული მატჩი, რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა:

დარედაქტირდეს სრკ-ს COVID-19-ის რეგულაციების მე-6 მუხლი შემდეგნაირად:

იმ შემთხვევაში, თუ კვირის განმავლობაში ინფიცირებულ მოთამაშეთა რაოდენობა გუნდში იქნება 6 ან მეტი, გუნდს უფლება ექნება მოითხოვოს უახლოესი კალენდარული მატჩის გამოტოვება. გამოტოვებული მატჩი გაიმართება კალენდარში გაჩენილი პირველივე „ფანჯრის“ დღეს.

გადაიდოს შიდა პირველობის შემდეგი ლიგების მატჩები მოცემული თარიღების:

გადაიდოს დიდი 10-ის კალენდარული მატჩები, რომლებიც ჩანიშნულია 2022 წლის 10 თებერვლიდან 2022 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში; საშეჯიბრო კალენდარიდაკორექტირდეს შესაბამისად, რათა გამოტოვებული მატჩ(ებ)ი გაიმართოს კალენდარშიგაჩენილ პირველივე „ფანჯარაში“.

გადაიდოს კაცთა პირველი, რეგონალური და ჭაბუკთა „ა“ ლიგების მატჩები, რომლებიცჩანიშნულია 2022 წლის 10 თებერვლიდან 2022 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში; საშეჯიბროკალენდარი დაკორექტირდეს შესაბამისად, რათა გამოტოვებული მატჩ(ებ)ი გაიმართოსკალენდარში გაჩენილ პირველივე „ფანჯარაში“.