ჟან ლუი სალამონის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსანთა ყოფილი ფიზიო-თერაპევტის, ჟან ლუი სალამონის გარდაცვალების გამო.

ის საქართველოს ნაკრებში კლოდ სორელმა ჩამოიყვანა და ხშირ შემთხვევაში ქართულ რაგბს სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა. ჟან ლუი სალამონმა ბორჯღალოსნებთან 1997-2003 წლებში იმუშავა და ამ პერიოდში მიღწეულ წარმატებებში, მათ შორის მსოფლიო თასზე პირველად გასვლაში, მისი წვლილი განუზომლად დიდია. ის საფრანგეთში, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.

L’Union Georgienne de Rugby présente ses condoléances à la famille et aux amis de Jean-Louis Salomon. La famille géorgienne de rugby se souviendra toujours de sa contribution au succès de l’équipe nationale géorgienne en 1997-2003.