პირველი ქართველი რაგბი ევროპის სადისციპლინო პანელზე

მირიან თავზარაშვილი პირველი ქართველია, რომელიც რაგბი ევროპის სადისციპლინო ოფიცრების პანელზე დაამტკიცეს.

პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო და პორტუგალიაში სპეციალური კურსები უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა და სწავლება ონლან-პლატფორმების მეშვეობით ჩატარდა, მარტის ბოლოს კი მორიგი ონლაინ-კურსებია დაგეგმილი.

თავზარაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებსა და ტურნირებზე იმუშავებს:

„რაგბი ევროპის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე, სადისციპლინო კუთხით საქართველოს წარმომადგენელი ვიქნები და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. სპორტული თვალსაზრისით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც მსაჯები, სხვა მიმართულებითაც ვიყოთ წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რაც ქართული რაგბისთვის მისასალმებელი და საჭირო სიახლეა“.