პირველად საქართველოში – ქუჩის რაგბი!

2019 წლის 8 ოქტომბერს, 20 საათზე, მისამართზე ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 51 (შიდა ეზო), პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ჩატარდება ქუჩის რაგბის პირველი შეხვედრა.

 

თამაშში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი მორაგბეები. გარდა ამისა, საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლები, დამსწრეებსა და ფართო საზოგადოებას გააცნობენ ქუჩის რაგბის წესებსა  და მნიშვნელობას.

 

მსოფლიო რაგბის ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარადა და რომელსაც 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან მიმართულოებად გამოცხადდა სარაგბო ქვეყნებში ქუჩის რაგბის განვითარება, რომელის მთავარ მიზანს გარდა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა, რაგბის არსისა და კულტურის სოციუმის ყველა შრეებამდე მიტანას გულისხმობს.

 

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო რაგბის ამ მოწოდებას და როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მორაგბეების ჩართულობით, იწყებს რაგბის ამ მიმართლების განვითარებას.