მილოცვა სერ ბილ ბომონტს

საქართველოს რაგბის კავშირი ულოცავს სერ ბილ ბომონტს „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას:

„საქართველოს რაგბის კავშირი ულოცავს ბილ ბომონტს „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით არჩევას და იმედოვნებს, რომ მომდევნო 4 წელიწადი იქნება წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი“.

შეგახსენებთ, „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის არჩევნები 27-30 აპრილს ელექტრონულად ჩატარდა და მისმა მოქმედმა პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა 28, ხოლო კონკურენტმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ 23 ხმა მიიღო. ხმები ასე განაწილდა:

ბილ ბომონტი – ექვსი ერი (18), რაგბი ევროპა (2), რაგბი აფრიკა (2), იაპონია (2), ჩრდილოეთ ამერიკა (1), კანადა (1), ფიჯი (1), სამოა (1).

აგუსტინ პიშო – სანზაარი (ოთხი ერი, 12), რაგბი აზია (2), სუდამერიკა (2), რაგბი ოკეანეთი (2), ჩრდილოეთ ამერიკა (1), ურუგვაი (1), აშშ (1), საქართველო (1), რუმინეთი (1).