მეხუთე ადგილი ქვიშაში

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგო, სამი დათმო და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მოსკოვში გამართული ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე, ქართველ მორაგბეებს ქვიშასთან ადაპტირება გაუჭირდათ და მასპინძელ რუსეთთან შეხვედრა 2:5 დათმეს, ხოლო რუმინეთთან გადამწყვეტი ლელო დამატებულ დროზე გაუშვეს – 3:4. დღის ბოლოს საქართველომ თურქეთს 8:5 სძლია და ფლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა.

მეორე დღეს მეოთხედფინალში მოლდოვას ვეთამაშეთ და მეტოქემ 8:5 მოიგო, რის შემდეგაც საქართველომ მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადაინაცვლა და ბულგარეთი 9:2 დაამარცხა, ხოლო ხორვატიას 7:6 სძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.

 

ფოტო: rugbyeurope