მესამე დონის სამწვრთნელო კურსები

მსოფლიო რაგბი და რაგბი ევროპა 2021 წლის 25-29 იანვარს ატარებს მესამე დონის სამწვრთნელო კურსს.

კურსს ჩაატარებენ მსოფლიო რაგბის ლიცენზირებული ედუკატორები და ტრენერები.

კურსში მონაწილეების სამიზნე ჯგუფი არის „რაგბი ევროპის“ ლიცენზიის მქონე სამწვრთნელო გუნდი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მსურველი უნდა ფლობდეს მსოფლიო რაგბის/რაგბი ევროპის სამწვრთნელო სერთიფიკატს, ან მის ექვივალენტს;
  • მსურველი უნდა ფლობდეს (საუბრობდეს/კითხულობდეს) ინგლისურ, ან ფრანგულ ენას;
  • მზად უნდა იყოს, რომ მოამზადოს წინასაკურსო სამუშაო მასალა, დაესწროს ყველა მოდულს და შეავსოს ყველა კურსის შემდგომი სააკრედიტაციო დოკუმენტები და აქტივობები;
  • უნდა ფლობდეს: რაგბი რედის, მწვრთნელობის შესავალს, მთავარი ფაქტორების ანალიზს, ფუნქციონალური როლების ანალიზს და ბავშვების წვრთნის ონლაინ მოდულის სერთიფიკატს.

 

დარეგისტრირებული მსურველები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ მოგვიანებით.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 იანვარი

შეავსეთ და გამოაგზავნეთ განაცხადი:

მესამე დონის კურსის განაცხადი