მედია აკრედიტაცია | საქართველო – შოტლანდია 

17 ივლისი | დინამო არენა   

ცხადდება აკრედიტაციების მიღება ბორჯღალოსნების ზაფხულის ტესტების დასკვნით თამაშზე

საქართველო vs შოტლანდია | დინამო არენა

სააკრედიტაციო განაცხადის გასაკეთებლად გადადით ამ ბმულზე www.tkt.ge/media

სააკრედიტაციო განაცხადები მიიღება 6 ივლისიდან 14 ივლისამდე.  დასტურისა თუ უარყოფის შეტყობინებას მიიღებთ არაუგვიანეს 15 ივლისისა. 

განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით ინსტრუქციას: გაიარეთ რეგისტრაცია და აირჩიეთ აკრედიტაციის სასურველი ოდენობა – დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა”, შეავსეთ ყველა ველი და დააჭირეთ ღილაკს “გაგრძელება” – გადაამოწმეთ მონაცემები და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა” (აკრედიტაცია უფასოა);   

სააკრედიტაციო ბარათების გაცემის დრო და ადგილი მითითებული იქნება დასტურის შეტყობინებაში.დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: media@rugby.ge