ლეგიონერები | აფრასიძის ორი გასროლა

ბორჯღალოსანმა გელა აფრასიძემ საკუთარი ნახევრიდან ორი ჯარიმა გაიტანა და ‘მონპელიე’ 2022 წლის ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.

მისი გუნდი ნახევარფინალში ‘ბორდოს’ ეთამაშებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 13:10 იგებდა. მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილი ანგარიში არ შეცვლილა და მაშინ, როდესაც დაძაბულობა პიკს აღწევდა, 67-ე წუთზე მოედანზე ქართველი 9-იანი შევიდა.

69-ე წუთზე კარის წინ 57 მეტრში ჯარიმა დაინიშნა. რადგან აფრასიძეს „დასვენებული ფეხი“ ჰქონდა კარში დაარტყა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. ‘ბორდო’ თამაშის გადარჩენის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა გელამ 78-ე წუთზე 55 მეტრიდან კვლავ კარს დაუმიზნა, ძალაც საკმარისი აღმოჩნდა და ‘მონპელიეს’ ფინალის საგზური დაუბევა – 19:10.

ფინალში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება ‘მონპელიე’ ‘კასტრს’ ეთამაშება, რომელმაც თავის მხრივ ‘ტულუზა’ 24:18 დაამარცხა.

 

ფოტო: Rugbyrama