‘კოლხი რაინდები’ ლიეტუველების წინააღმდეგ

საქართველოს რეგიონული ლიგის ბინადარი ‘კოლხი რაინდები’, 27 მაისს პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მათთან სტუმრად ლიეტუვას გუნდი, 2009 წელს დაარსებული ‘ვილნიუსის რაგბის აკადემია’ ჩამოდის, რომელიც ბალტიისპირეთის გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობს.

ფოთის „პარკი არენაზე“ შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.