ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა

მადლობა ირაკლი! დიდი 10-ის 2020-2021 წლის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რუსთავის ხარების კვაჭმა, ირაკლი ნატრიაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა!

2006-2015 წლებში ირაკლიმ ბორჯღალოსნების რიგებში 40 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა! 2011-13 წლებში თამაშობდა ბრივში, 2015-2016 იასპარეზა კლერმონის და ტულონის რიგებში. 2016-ში რუმინეთში, ბაია მარეს რიგებში ირიცხებოდა, ხოლო კარიერის ბოლო რამდენიმე სეზონი მშობლიურ რუსთავის ხარებში გაატარა

ქართული რაგბის სახელით მადლობას ვუხდით ირაკლი ნატრიაშვილს ბრწყინვალე კარიერის ყოველი წუთისთვის! #მადლობაირაკლი ?