ინგლისი – საქართველო | ცვლილება მარქაფაში

ინგლისთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მარქაფაში უკანახაზელი დემე თაფლაძის ნაცვლად მაორეხაზელი გიორგი ჯავახია იქნება.

ლევან მაისაშვილის თქმით, მეტოქისა და ამინდის გათვალისწინებით, თავიდანვე სურდა, რომ შეცვლაზე ექვსი ფორვარდი ყოლოდა და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯავახიამ მხრის ტრავმა მოიშუშა:

„თავიდანვე ვფიქრობდით, რომ შეცვლაზე ექვსი ფორვარდი და ორი ხაზის მოთამაშე გვყოლოდა. ასე შერკინებაში გადახალისების მეტი შანსი გვექნება. ძირითადში მყოფ შერკინების მოთამაშეებს დიდი ჯაფა დაადგებათ. მატჩისას წვიმაა მოსალოდნელი და ხშირი იქნება ძალისმიერი თამაში, ფეხით დარტყმები. პრობლემა იყო ის, რომ ჯავახიას და ნოდარ ჭეიშვილს ტრავმები ჰქონდათ. გიორგი კაპიტნის ვარჯიშზე გამოვცადეთ კონტაქტში, აწევაში, ძალისმიერ თამაშში და თავს კარგად გრძნობს, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა“.

„ამ ცვლილებით ხაზში ერთით ნაკლები ცვლილება გვრჩება, მაგრამ მეტოქის თამაშის სტილიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ“.

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩს ბორჯღალოსნები დღეს, „თიქენჰემზე“ ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

შემოდგომის ერთა თასი. პირველი ტური

14 ნოემბერი. 19 საათი (საქ. დრო)

ლონდონი. თვიქენჰემი

ინგლისისაქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგიკვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო სვანიძე (*), 10. თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა);

 

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (2 კეპი), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი), 6. ბექასაღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), 8. ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა);

 

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსოყაულაშვილი (1 კეპი), 19. ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი); 21. ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), 22. სანდრო თოდუა (86 კეპი, 65 ქულა), 23. გიორგი ჯავახია (2 კეპი).