თომა (როზბერტ) ობოლაძის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე, ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარული კაპიტანი თომა (როზბერტ) ობოლაძე.

თომა ობოლაძემ რაგბის თამაში სტუდენტობის ხანაში, ქუთაისში დაიწყო და მალევე, 1976 წლიდან რიონისპირელთა მთავარი გუნდების (‘სახლმშენი’; ‘აია’) ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 1981 წლიდან მორაგბის კარიერის დასრულებამდე (1990 წელი) ის ‘აიას’ უცვლელი კაპიტანი იყო. აღნიშნულ პერიოდში გუნდმა 3-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატი მოიგო, 2-ჯერ კი საბჭოეთის თასი შემართა.

რაგბის კავშირი, ქართული რაგბის სახელით, უსამძიმრებს თომა ობოლაძის ოჯახს და ახლობლებს.