ზამთრის ტრანსფერი 2021-2022

 

საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება

 

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული კაცთა ლიგების ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს შეგახსენებთ, რომ დებულების VIII მუხლის 9 თავის შესაბამისად „ზამთრის ტრანსფერები“ განსაზღვრულია 2021 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადადებული მატჩების განაცხადში ახლად შეძენილი მოთამაშეების შეყვანა გამორიცხულია.

 

 

სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიაზ მამრიკიშვილი, 28 დეკემბერი  2021 წელი.