დიდი 10 | ჯიქი 7:91 ვეფხვები

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ „შევარდენზე“ გორის ‘ჯიქს’ 15 ლელო გაუტანა და 91:7 დაამარცხა.

ქვედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურის ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა, რადგან ეს გუნდები ბოლო ადგილებზე არიან და ახალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებენ.

‘ჯიქი’ მე-5 წუთზე კახა უჩავას ლელოთი დაწინაურდა და მანვე გარდასახვაც შეასრულა, თუმცა დარჩენილ 55 წუთში ქულები მხოლოდ სტუმრებმა აიღეს. ლელოები თენგო გოგოლაძის, ბექა არველაძის (2), ლაშა მახაურის, ოთარ ზუკაკიშვილის (3), ნიკა დიღმელაშვილის, დაჩი ელერდაშვილის, გიორგი მექვაბიშვილის (2), ბაჩო წიქარიშვილის, შოთა შალვაშვილის, გიორგი ზუკაკიშვილის და ანრი გორდაშვილის ანგარიშზეა.

გარდასახვები ოთარ ზუკაკიშვილის (5), შმაგი სუხაშვილის, შოთა შალვაშვილის და ანრი გორდაშვილის ანგარიშზეა. თამაში 60 წუთში დასრულდა და საუკეთესო მოთამაშე გიორგი მექვაბიშვილი გახდა. ‘ვეფხვები’ 15 ქულით მე-5, ხოლო ‘ჯიქი’ 6 ქულით ბოლო ადგილზეა.