დიდი 10 | ჯიქი 3:44 აია

ქუთაისის ‘აიამ’ გორში ‘ჯიქს’ პრობლემების გარეშე, 44:3 სძლია და „ბ“ ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს, ‘ჯიქი’ კი კვლავაც პირველი მოგების მოლოდინშია.

საწყის 10 წუთში გიორგი ბაბუნაშვილმა და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მერე კი სტუმრებმა 6 ლელო გაიტანეს. ‘ჯიქმა’ 34-ე წუთამდე გაძლო. ამ პერიოდში ბაბუნაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა, მერე კი ‘აიამ’ უპირატესობა ქულებში ასახა და ლელო ჯერ მიხეილ ბაბუნაშვილმა, მერე კი ლაშა შალიკაშვილმა გაიტანა.

 

 

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურაბ ძნელაძემ ქუთაისელების მესამე ლელო გაიტანა, დასკვნით მეოთხედში კი დუბლი ირაკლი სიმსივემ შეასრულა, ერთი ლელო კი გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ მიხეილ ბაბუნაშვილი დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე