დიდი 10 | ხარები 64:0 ჯიქი

რუსთავის ‘ხარებმა’ გორის ‘ჯიქს’ ერთ საათში 10 უპასუხო ლელო გაუტანა და ხანმოკლე თამაშში 64:0 გაიმარჯვა.

რადგან გორელებს საკადრო პრობლემები აქვთ, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს

სამი ლელო დიმიტრი ცაბაძის ანგარიშზეა, ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი ზურაბ ქავთარაძემ და ლევან ნარიმანიძემ, თითო ლელო კი ანდრო ღარიბაშვილის, გიორგი შარვაშიძის და ლექსო მელიქიშვილის ანგარიშზეა. გიორგი პეტრიაშვილმა 7 გარდასახვა შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შარვაშიძე გახდა.