დიდი 10 | ხარები 17:20 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ რუსთავში ადგილობრივ ‘ხარებს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 აჯობა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის დებიუტში ვაჟა ხუციშვილმა გასატანი ჯარიმა ააცილა. მე-9 წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმა კარის წინიდან გაიტანა და ‘იუნკერები’ დააწინაურა. ‘ხარები’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, 30-ე წუთზე ჯარიმის ნაცვლად 5-მეტრიანთანი შერკინება აირჩია, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ მგეზავად გადასულმა ვაჟა ხუციშვილმა ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გიორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახა.

 

 

ხარაზიშვილმა ტაიმის ბოლოს ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რაზეც პეტრიაშვილმა მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმითვე უპასუხა. ტაიმის შუაში ხარების 5-მეტრიანში ფორვარდების ორწუთიანი ჯახი გაიმართა, საბოლოოდ გიორგი კურტანიძემ ბურთი ლელოში გადადო და ‘იუნკერები’ კიდევ ერთხელ დააწინაურა, ხარაზიშვილმა კი გარდასახა. სტუმრებმა მასპინძლები წნეხში მოაქციეს, 68-ე წუთზე ბურთი კარგად გაშალეს და გუგა შენგელიას ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა.

‘ხარებმა’ 76-ე წუთზე ლექსო მელიქიშვილის ლელოთი უპასუხა, რომელმაც კარგად ჩათამაშებული შეტევა ალამთან დაასრულა. პეტრიაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და ‘ხარებს’ მატჩის მოსაგებად 3 წუთი დარჩათ, მაგრამ ‘იუნკერებმა’ თავი დაიცვა და 20:17 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუგა შენგელია გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე