დიდი 10 | ყოჩები 44:7 ჯიქი

ბოლნისის ‘ყოჩები’ გახდა პირველი გუნდი დიდი 10-ის ახალ, გარდამავალ სეზონში, რომლებმაც შეტევის ბონუსი აიღეს. მათ „ბ“ ჯგუფის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში გორის ‘ჯიქი’ 44:7 დაამარცხეს.

სწრაფად, ხელდახელ მოთამაშე ‘ყოჩებმა’ მატჩის ბედი საწყის 11 წუთში გადაწყვიტა. მათ ამ პერიოდში ოთხი ლელო გაიტანეს, პირველი კი სულაც მე-14 წამზე. ლელოები ნიკოლოზ თეზელაშვილის, გურამ გოგიძის, ლაშა ფოფხაძის და გიორგი ხარშილაძის ანგარიშზეა. თემურ სოხაძემ ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა – 27:0.

 

 

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ‘ყოჩებმა’ უპირატესობა გიორგი წიკლაური-ჯორბენაძის და ლაშა ფოფხაძის ლელოებით გაზარდა. შეხვედრის მიწურულს ‘ჯიქის’ ერთი ლელო გიორგი ჭურაძემ გაიტანა, მას წიკლაური-ჯორბენაძემ უპასუხა და ბოლნისელებმა კომფორტული სხვაობა დააფიქსირეს – 44:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ყოჩების’ შუამარბი გიორგი ხარშილაძე დასახელდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი