დიდი 10 | ყოჩები 21:25 აკადემია

 

თბილისის ‘აკადემიამ’ ნუცუბიძის დერბიში ‘ყოჩებს’ 25:21 სძლია და ზედიზედ მეორე გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა.

„მხატვრებმა“ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. მე-19 წუთზე მიხეილ ახობაძე კონტრშეტევაზე საკუთარი 22-იდან დაიძრა და ლელომდე ირბინა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახვას მალე ჯარიმაც დაურთო. 34-ე წუთზე ხელდახელ შეტევის შემდეგ გიორგი მიქანაძე მბოჭავს გაექცა და ‘აკადემიას’ მეორე ლელო გაიტანა, მარგიანმა კი გარდასახა და ტაიმი 17:0 დასრულდა.

განახლდა თუ არა შეხვედრა, მარგიანის ჯარიმა ძელმა აისხლიტა, მაგრამ ‘აკადემიამ’ შეტევა გააგრძელა, საბა ილურიძემ ფეხით ითამაშა და ალამთან გატანილი ლელოთო უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდა. მაგრამ ‘ყოჩები’ არ გატყდა და თამაშში მალევე დაბრუნდა.

ლევან გენებაშვილმა 48-ე და 54-ე წუთებზე მოლები დუბლით დაასრულა და ლაშა მალაღურაძემაც ორივე გარდასახა. 67-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ მესამედ დაძრა მოლი, ლაშა ფოფხაძემ ლელო გაიტანა და მალაღურაძემ გარდასახვით 22-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ‘აკადემიამ’ აღარ გარისკა და მარგიანმა ჯარიმა გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აკადემიამ’ ‘ყოჩებს’ 25:21 სძლია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აკადემიას’ მგეზავი გიორგი მიქანაძე დასახელდა, ‘ყოჩებმა’ კი ნუგეშის-ქულა მიიღო და 14 ქულით მესამე ადგილზეა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე