დიდი 10 | ყაზბეგი 11:74 ბათუმი

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-8 ტურის გადადებულ მატჩში ‘ყაზბეგი’ 74:11 დაამარცხა, დაგეგმილი ბონუსი აიღო და მდევარს 6 ქულით დაშორდა.

ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრა გორში გაიმართა. სტეფანწმინდელები ნომინალური მასპინძლები იყვნენ და პირველი ტაიმის ბოლომდე, მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მერე 9 ლელო (ჯამში 12 ლელო) გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

‘ყაზბეგი’ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით დაწინაურდა და მალე მანვე მეორეც გაიტანა, 32-ე წუთზე კი, ლევან ქუშაშვილმა ლელო მიითვალა. ამასობაში სტუმრებმა სამი ლელო გაიტანეს. ანზორ სიჭინავამ და გიორგი ჩხარტიშვილმა ხელდახელ შეტევები 5 ქულით დაასრულეს. მოგვიანებით ჩხარტიშვილმა ძალისმიერი ლელო გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი თავი ბექა მამრიკიშვილმა გამოიჩინა. მამუკა ნინიძემ ორი გარდასახა – 24:11.

მეორე ტაიმში მაყურებელმა ‘ბათუმელთა’ კიდევ 8 ლელო იხილა. ჯამში სიჭინავამ და ჩხარტიშვილმა 3-3 ლელო გაიტანეს. ორ-ორი გიორგი მენაბდისა და კობა ჯიმშელეიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო-თითო მამრიკიშვილის და დავით ტრაპაიძის. რეზი ჯინჭველაშვილმა 5 გარდასახა, ნინიძემ კი ორი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჩარტიშვილი გახდა.